ქცევითი თერაპია
Applied Behavior Analysis — ABA — ქცევის გამოყენებითი ანალიზი — მეცნიერული დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის რა გავლენას ახდენს გარემო ორგანიზმზე. გარემოში იგულისხმება ყველა სახის ფიზიკური და სოციალური მოვლენა.
ადამიანის ქცევა შეიძლება შეიცვალოს, ფსიქიკაში ჩარევის გარეშე, პიროვნებაზე ცვლილებების გარეშე, მხოლოდ გარემოში საჭირო მანიპულაციით.
ქცევით თერაპიაში მუშაობა მიმდინარეობს პროგრამით, რომელიც დგინდება ყველა ბავშვისთვის ინდივიალურად.
რა არის ქცევითი თერაპია მარტივი სიტყვებით:
თუ ბავშვს მოსწონს თავისი მოქმედებების შედეგი — ის სიამოვნებით გაიმეორებს ამ მოქმედებებს.
ამიტომ თერაპიისას ყოველი წარმატებული მოქმედება ჯილდოვდება (შექებით, სათამაშოთი, კამფეტით და ა.შ.), და ყოველი წარუმატებელი იგნორირდება ან არ მოიწონება.
რამდენი მეცადინეობაა საჭირო?
იმისთვის, რომ შესამჩნევი და მდგრადი შედეგი მივიღოთ საჭიროა ბავშვთან მაცადინეობა იყოს რეგულარული და ინტენსიური. და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები: ამერიკელი ფსიქიატრი ი.ლოვაასი, რომელიც არის ერთერთი ABA-თერაპიის ფუძემდებელი, კვლევებით დაადგინა, რომ თითქმის ბავშვების ნახევარმა, რომლებსაც უტარდებოდათ ქცევითი თერაპია არანაკლებ 40-საათი კვირაში, გააგრძელეს სწავლა საჯარო სკოლაში და მიაღწიეს ასაკის შესაბამის ინტელექტის დონეს და ქცევას, ხოლო დანარჩენ ბავშვებს ქონდათ მნიშნელოვანი გაუმჯობესება უნარ-ჩვევებში და ქცევაში.
არარეგულარულმა და ხანმოკლე მეცადინეობამ შეიძლება საერთოდ არ გამოიღოს შედეგი. გახსოვდეთ, რომ სიზარმაცე და ABA-თერაპია შეუთავსებელია.
ქცევითი თერაპია ეფექტურია:
სხვადასხვა ასაკისა და დიაგნოზების მქონე პირებთან და ორიენტირებულია შემდეგი უნარ-ჩვევების განვიტარებაზე:
- საკომუნიკაციო
- სამეტყველო
- თამაშის
- სოციალური
- თავის მოვლის
- აკადემიური
- მოტორული და ა.შ.
და ამავდროულად არასასურველი ქცევის შემცირებაზე, როგორიცაა:
- აგრესიული;
- დამაზიანებელი;
- თვითდამაზიანებელი;
- სოციალურად მიუღებელი;
- სტერეოტიპული;
- საფრთხისშემცველი და ა.შ.
რეგულარული მეცადინეობით, თერაპევტების ძალისხმევით, მშობლების ჩართულობით და ბავშვის მოტივაციით ქცევით თერაპიას შეუძლია:
- ბავშვი უკეთ ამყარებს კომუნიკაციას, ადვილად ადაპტირდება კოლექტივში;
- ბავშვს უვითარდება სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;
- კორექტირდება ქცევითი დარღვევები;
- ბავშვის ინტელექტი ვითარება ასაკის შესაბამისად;
- ბავშვი ეუფლება უნარებს, რომელიც დაეხმარება მომავალში დამოუკიდებელ ცხოვრებას.
